ალექსანდრე მოწერელიამ სოფელ დიდიჭყონში ჩაის საწარმო „მარტვილი“ დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდიჭყონში ჩაის საწარმო „მარტვილი“ დაათვალიერა. სახელმწიფო რწმუნებული ,,Tea Masters Cap”-ის წარმომადგენლებთან ერთად საწარმოო პროცესს გაეცნო.
ჩაი ,,მარტვილი“ პლანტაციას 102 ჰექტარზე ფლობს, მიმდინარე წელს კი 500 ტონამდე ნედლეულს ელოდება. საწარმოში 40 ადამიანია დასაქმებული, პლანტაციებში კი სეზონურად 100-მდე ადგილობრივი მუშაობს.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ბიო ჩაი არის მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი, ამავე დროს ძალიან მომგებიანი პროდუქტი ბიზნესისთვის და მნიშვნელოვანი დასაქმების საშუალება ჩვენი მოქალაქეებისთვის.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





