ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები დაიწყო

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოებს კომპანია „ინშაათ საქართველო“ ახორციელებს.
პროექტი მდინარე კაპარჭის 3 700მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მდინარე კაპარჭის წყალგამტარიანობისა და შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0967-1795948359293.jpeg&w=3840&q=75)





