stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

რეკლამა

ჯანდაცვის პილოტური პროექტის ფარგლებში, სენაკის მერიაში შეხვედრა გაიმართა

20.09.2019 / 20 სექტემბერი 2019
ჯანდაცვის პილოტური პროექტის ფარგლებში, სენაკის მერიაში შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, პროექტის ,,ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში’’ ფარგლებში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების შემაჯამებელ შეხვედრას, რომელსაც პროექტის განმახორციელებელი ,,საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის’’ დირექტორი უკა კილაძე უძღვებოდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, პროგრამაში ჩართული მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ამბულატორიულ-პოლიკნიკური გაერთიანების, კლინიკა ,,არქიმედეს’’, დევნილთა პოლიკლინიკის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ექიმები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს პილოტური პროექტის მიმდინარეობა, რომლის მიზანია ტუბერკულოზის, აივ ინფექციის, შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგისა და დროული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარება პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე, ამ მიზნით, ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო/კერძო პარტნიორობის მობილიზება და ამ დაავადებათა მართვის ჰორიზონტალური ინტეგრირების ხელშეწყობა.

პროექტმა, რომლის განხორციელებაც ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით მიმდინარეობს, უკვე მაღალი შედეგები დადო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2018 წელს, პროექტის ფარგლებში, 6810 ბენეფიციარია გამოკვლეული. მათ შორის – 256 C ჰეპატიტით დაავადებული მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული.

მიმდინარე წელს გამოკვლეულია 5000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი. მათ შორის, სახელმწიფო პროგრამით მკურნალობს 112 ბენეფიციარი.

აღნიშნული პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონში 2018 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით ხორციელდება, უპრეცედენტოა და უკვე შექმნა ამ ურთულესი პრობლემის დაძლევის შესაძლებლობა. პროექტის დირექტორმა ჯანდაცვისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს ეფექტური გუნდური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

Banner 1
წინა პოსტი

ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

შემდეგი პოსტი

სოფელ კოკში თხილის ახალი საშრობი გაიხსანა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკის მერიაში ჯანდაცვის წარმომადგენლებთან საპილოტე პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სენაკის მერიაში ჯანდაცვის წარმომადგენლებთან საპილოტე პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სენაკის მერიაში მიგრანტთა მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სენაკის მერიაში მიგრანტთა მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სოციალური პროექტის ფარგლებში სენაკის მერიაშინ შეხვედრა გაიმართა

სოციალური პროექტის ფარგლებში სენაკის მერიაშინ შეხვედრა გაიმართა

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026