27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, დევნილებმა,ა(ა)იპ-ების ,საჯარო სკოლების, საზოგადოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
დაანთეს სანთლები და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღე. ქალაქ ჩხოროწყუსა და აფხაზეთის #10 საჯარო სკოლების მონაწილეობით მემორიალთან ჩატარდა 27 სექტემბრისადმი მიძღვნილი მხატვრულ – ლიტერატურული კომპოზიცია.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





