stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე

ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე

4 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1567

ამბები სვანეთიდან

94

არჩევნები

355

ახალი ამბები

4278

დღის ამბები

2550

დღის ფოტო

83

ეკონომიკა

123

ვიდეო ამბები

88

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

915

რეკლამა

697

საზოგადოება

204

სამართალი

180

სპორტი

235

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

22.10.2019 / 22 ოქტომბერი 2019
ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. სკრინინგ ცენტრი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რადეკ პოლიცარმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და პროექტის განმახორციელებელი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებმა გახსნეს.

როგორც გახსნის ცერემონიალზე გიორგი შენგელიამ აღნიშნა, ,,სკრინინგ ცენტრის გახსნა ზუგდიდში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაავადების დროული გამოვლენა წარმატებული მკურნალობის საწინდარია. დღეიდან ჩვენი რეგიონის მაცხოვრებლებს მიეცემათ შესაძლებლობა ადგილზე ჩაიტარონ მნიშვნელოვანი გამოკვლევები“. ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) მიერ პროექტის

,,ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის დაფუძნება და პოპულარიზება“ ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს კონტრიბუციით. პროექტი მიზნად ისახავს სკრინინგის ეროვნულ პროგრამებზე (ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და სწორი ნაწლავის) ხელმისაწვდომობის გაზრდას და ონკოლოგიური დაავადებების დროული გამოვლენის ხელშეწყობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

ღონისძიებაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას ,,ონკოპრევენციის ცენტრი“ოფიციალურად გადასცა. დღესვე, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდა რეგიონში კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამების განხორციელების მხარდაჭერის ნიშნად.

ამ ღონისძიებით მხარეები, ასევე შეურთდნენ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ,,ვარდისფერი ოქტომბერი“ რომელიც 1997 წლიდან აღინიშნება. სკრინიგ ცენტრში 40-დან 70 წლამდე მოქალაქეებისთვის გამოკვლევა უფასოა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით საპროტექსტო აქცია კვლავ გამართეს

შემდეგი პოსტი

წალენჯიხის ორ სკოლაში „სკოლის სამკითხველო ოთახები“გაიხსნა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში დიაგნოსტიკური ცენტრი „ჯანმედი“ გაიხსნა

ზუგდიდში დიაგნოსტიკური ცენტრი „ჯანმედი“ გაიხსნა

ზუგდიდში ახალი, ბავშვთა გასართობი ცენტრი გაიხსნა (R)

ზუგდიდში ახალი, ბავშვთა გასართობი ცენტრი გაიხსნა (R)

დღის ამბები

ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე

სააკაშვილი ენმ-ის ხობის ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

ფოთის მერიამ ბავშვთა უფლებების კვირეული სლოგანით - „ღიმილით გავაფერადოთ ქალაქი, გაუღიმე შენს ქალაქს" გამართა

ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე ხანძრის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა დასრულდა

ხობში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა