სენაკის მერი მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა 2 ნოემბერს, ,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაულზე დაგეგმილი აქტივობები.
სხდომაზე იმსჯელეს ,,სენაკის საპატიო მოქალაქის“ და ,,სენაკზე მზრუნველის“ წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებით.
მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





