stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

მერაბ ქვარაია: დღეს მივიღე საკმაოდ რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება

14.11.2019 / 14 ნოემბერი 2019
მერაბ ქვარაია: დღეს მივიღე საკმაოდ რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტის ჩაგდებაზე განმარტებებს აკეთებს. მან შესაბამისი განცხადება ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა.

“ვფიქრობ, რომ დღეს მივიღე საკმაოდ რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი, რაც ყველაზე მთავარია, გულწრფელი გადაწყვეტილება ჩემი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და იმ ამომრჩევლთა წინაშე, ვისაც წარმოვადგენ.

დებატებმა და მთელმა პროცესმა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს უძღოდა წინ, გამოკვეთა, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი და მოუმზადებელი, შეიცავს სერიოზულ რისკებს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს ჩვენი ქვეყანა უახლოეს მომავალში. ჯერ არ გადადგმულა დეცენტრალიზაციის მიმართულებით აუცილებელი ნაბიჯები, რამაც უნდა შეავსოს მაჟორიტარული სისტემის არარსებობით გამოწვეული სიცარიელე, პროპორციული სისტემის პირობებში არ არის გამოკვეთილი რეგიონების ინტერესების გათვალისწინების მექანიზმი, არ არის ჩამოყალიბებული საარჩევნო სიებში შიდა რეგიონალური შეჯიბრებითობის პრინციპი. არსებული პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხეები 2020 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ვერჩამოყალიბების და, შესაბამისად, სტაბილურობის შენარჩუნების. ერთადერთი, ვინც დღეს შეიძლება ამ სისტემაზე გადასვლით გახდეს ბედნიერი, არის ნაციონალური მოძრაობა, სხვა მცირე პარტიებს კი რეალურად არანაირი შანსი არ ეძლევათ იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში სოლიდური შემადგენლობით.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩემი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი პრინციპულად არ ეთანხმებოდა ამ ცვლილებას, კონსტიტუცია კი არის ის დოკუმენტი, რაზეც საერთო თანხმობა და კონსესუსი უნდა არსებობდეს და რაც შეიძლება ნაკლები კითხვის ნიშნები, არ დავუჭირე მხარი იმ გადაწყვეტილებას, რაშიც არ ვიყავი დარწმუნებული. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მივიღე სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ერთხელ უკვე ვიმსჯელეთ და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით შევთანხმდით, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს 2024 წელს, ეს ჩავწერეთ საქართველოს კონსტიტუციაშიც. შესაბამისად, ვთვლი, რომ უნდა დარჩეს ძალაში კონსტიტუციის ის რედაქცია, რაც ძალაშია, მოვამზადოთ ქვეყანა და 2024 წელს გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, – წერს ქვარაია.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

Banner 1
წინა პოსტი

ჩხოროწყუში ხელისუფლების წარმომადგენლები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ (R)

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის მაჟორიტარის ბიუროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მერაბ ქვარაია – განახლებულ მთავრობის წინაშე დღეს რეალური გამოწვევებია

მერაბ ქვარაია – განახლებულ მთავრობის წინაშე დღეს რეალური გამოწვევებია

მერაბ ქვარაია პარლამენტში შედის

მერაბ ქვარაია პარლამენტში შედის

მერაბ ქვარაია – “ნაციონალური მოძრაობა” მიზანმიმართულ პროვოკაციაზე მიდის

მერაბ ქვარაია – “ნაციონალური მოძრაობა” მიზანმიმართულ პროვოკაციაზე მიდის

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026