stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ექსკლუზივი: ბერის, გიგა ქავთარაძის აღიარებითი ჩვენება

06.12.2019 / 6 დეკემბერი 2019
ექსკლუზივი: ბერის, გიგა ქავთარაძის აღიარებითი ჩვენება

“2019 წლის 2 დეკემბერს ნაშუადღევს,ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით არსებულ დარმართზე სახლისკენ მიმავალმა, ხის ძირას, მოთავსებული იყო ერთ ცალ პოლიეთილენის პარკში. გავხსენი პარკი და მასში, ქაღალდები, მათში მოთავსებული მასის ფერითა და გემოთი მე მივხვდი, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, ამიტომაც ავიღე ისინი,წავიღე სახლში ისე, რომ ვინმესთვის არ გამიმხელია იმის შესახებ, რომ მქონდა ნარკოტიკული საშუალება,”-ამის შესახებ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული ათონელი ბერი გიგა ქავთარაძე აღიარებით ჩვენებაში წერს და აღნიშნავს რომ „მეთადონით“ ან „სუბოქსინით“, ჩანაცვლების პროგრამაზე არ ირიცხება, თუმცა სახლში ყოფნისას მცირე ოდენობით „მეთადონი“ ერთ-ერთი შეკვრიდან თავადაც მიიღო.

“ჩანთაში სხვადასხვა დასახელების ნივთებთან ერთად,საახალწლო სათამაშოები,ჩაის ჭიქა,ტკბილეული,ჩაი, ყავა და ა.შ. მოთავსებული მქონდა ელექტროჩაიდანი და ელექტროსათქვეფი. ამ ნივთების ქვედა ნაწილში,კი მოთავსებული მოქონდა, სულ 42 ცალ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. აქიდან 20 ცალი მოთავსებული მქონდა, ელექტროჩაიდანის ქვედა ნაწილში, ხოლო 12 ცალი კი ელექტროსათქვეფის ქვედა ნაწილში, როცა რომანიმ მითხრა რომ მიემგზავრებოდა ქ. თბილისში,მე იქვე გადავწყვიტე, ეს ჩანთა მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად გამეტანებინა ქ. თბილისში. მე კი მეორე დღეს გავმგზავრებულვიყავი.

შემდეგ ქ. თბილისში შევხვედროდი რომანის და იქ გამომერთმია ჩემი ჩანთა.რომანის ვუთხარი – მეც ქ. თბილისშ უნდა წავსულვიყავი, მაგრამ რაღაც საქმე მაქვს მოსაგვარებელი, თუ შეგიძლია ჩემი ჩანთა წამიღე, ხვალე მეც ჩამოვალ შევხვდეთ ერთმანეთს და ქ. თბილისში და ჩანთას გამოგართმევ-მეთქი. რაზედაც თანხმობა განმიცხადა. რომანის გადავეცი ჩემი ჩანთა, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად და გავაფრთხილე, რომ ამ ჩანთაში იყო ელექტროჩაუიდანი და ელექტროსათქვეფი, მათში რაღაც მნიშვნელოვანი დევს (არ მითქვამს,არ დამიკონკრეტებია, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება), არ მინდა სხვის ხელში აღმოჩნდეს, მგზავრობისას ხდება ხოლმე იკარგება ნივთები, ერევათ ჩანთები, ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღებით ყოფილიყო, რომ ჩანთა არ დაკარგვოდა მასში მოთავსებული ელექტროსადენი და ელექტროსათქვეფი. რომან მალანიამ გამომართვა ჩანთა ისე, რომ არ გაუხსნია და არ დაუთვალეირებია იქ მოთავსებული ნივთები და ჩვენ დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

მას ვუთხარი ჩემი საკონტაქტო ნომერი და ჩავიწერე მისი საკონტაქტო ნომერი. რომანისთან, დამშვიდობების შემდეგ,მე გვაიარე რამოდენიმე მეტრი ტროტუარზე ქ.ზუგდიდის მიმართულებით, ხოლო რომანი დარჩა ადგილზე და აპირებდა საავტომობილო გზაზე, მეორე მხარეს გადასვლას. დავინახე,რომ მასთან მივიდა პოლიციელის ფორმაში ჩაცმული რამოდენიმე პირი და ესაუბრებოდნენ რომანის,რომელსაც ხელში ეჭირა ჩემს მიერ მისთვის გადაცემული, დიდი დოზის, კუბოკრული ჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით.

მე მათთან ახლოს არ მივსულვარ, მაგრამ რამოდენიმე მეტრის დაშორებით, მყოფმა პოლიციელებმა შეადგინეს დოკუმენტები, რის შემდეგაც რომანი წაიყვანეს იმ ადგილიდან. მე მივხვდი, რომ პოლიციელთა მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, აღმოჩენილ იქნა ის 42 ცალ შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“,რომელიც მე შენახული მქონდა კუბოკრულ ჩანთაში მოთავსებულ ელექტროჩაიდანსა და ელექტროსათქვეფში.

შეკითხვაზე გიპასუხებთ, რომ ზემოთმითითებული რომ ზემოთ მითითებულ კუბოკრულ ჩანთაში მე მოთავსებული მქონდა სხვადასხვა სახის ნივთები – ელექტროჩაიდანი, ელექტროსათქვეფი,საახალწლო სათამაშოები, ჭიქები და ა.შ. ასევე კვების პროდუქტები – ჩაი, კანფეტი,ყავა. შეკითხვაზე გიპასუხებთ, რომ 42 ცალ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ მე ვიპოვე იმ დღეს, ანუ 2019 წლის 2 დეკემბერს ნაშუადღევს,ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით არსებულ დარმართზე სახლისკენ მიმავალმა, ხის ძირას, მოთავსებული იყო ერთ ცალ პოლიეთილენის პარკში.

გავხსენი პარკი და მასში, ქაღალდები, მათში მოთავსებული მასის ფერითა და გემოთი მე მივხვდი, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, ამიტომაც ავიღე ისინი,წავიღე სახლში ისე, რომ ვინმესთვის არ გამიმხელია იმის შესახებ, რომ მქონდა ნარკოტიკული საშუალება. „მეთადონით“ ან „სუბოქსინით“, ჩანაცვლების პროგრამაზე აღრიცხვაზე მე არ ვიმყოფები. ჩემს სახლში ყოფნისას მე მივიღე მცირე ოდენობით „მეთადონი“ ერთ-ერთი შეკვრიდან(ჩემსავე ოთახში, ისე რომ ეს ფაქტი არავის არ დაუნახავს), რისი მიღებაც დამიდგინდა 2019 წლის 03 დეკემბერს ნარკოლოგიურ კაბინეტში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის შედეგად. ნასამართლევი არ ვარ.

მე ძალიან განვიცდი იმ ფაქტს, რომ დაკავებულია სრულიად უდანაშაულო ადამიანი – რომან მალანია ისეთი ქმედებისათვის, რაც მას არ ჩაუდენია. იგი არის მსხვერპლი და ამიტომაც გადავწყვიტე გამოვცხადებულვიყვაი პოლიციაში. მოგმართავთ თხოვნით დაუყონებლივ გაათავისუფლოთ უდანაშაულო ადამიანი,რომან მალანიას სახით. მზდ ვარ პასუხი ვაგო კანონის შესაბამისად, აქვე მინდა განვმარტო, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება გადავწყვიტე,იმ მეტად გამოუვალი მდგომარეობის გამო, რაც შემექმნა გაუსაძლისი სულიერი ტკივილი,”-წერს ბერი.

ცნობისთვის, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა 5 დეკემბერს, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავა.

ქავთარაძეს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს. ამავე საქმეზე ზუგდიდში ორ დეკემბერს რომან მალანია დააკავეს, რამდენიმე დღეში კი სასულიერო პირი ზუგდიდის პოლიციაში გამოცხადდა და ბრალი აღიარა.

სასულიერო პირის დაკავების დეტალებით საპატრიარქო არ ინტერესდება, აცხადებენ, რომ სიმონ ქავთარაძე ათონის მთაზე 14 წლის წინ აღიკვეცა და მას საქართველოში არ უმსახურია

Banner 1
წინა პოსტი

ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

შემდეგი პოსტი

გიორგი შენგელია ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ემა გოგოხია, გიგა ქავთარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პოლიციაში უჩივის

ემა გოგოხია, გიგა ქავთარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პოლიციაში უჩივის

ექსკლუზივი: რუხში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

ექსკლუზივი: რუხში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

ექსკლუზივი: ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ექსკლუზივი: ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026