2019 წელს მსოფლიოში 75 ჟურნალისტი მოკლეს

მიმდნარე წლის 11 თვეში მსოფლიოს 26 ქვეყანაში 75 ჟურნალისტი მოკლეს. ინფორმაცია Press Emblem Campaign-ის ყოველწლიურ ანგარიშშია ხელმისაწვდომი.
ეს მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, 36%-ით ნაკლებია. 2019 წელს 13 ჟურნალისტი მექსიკაში, 8 ავღანეთში და პაკისტანში, 6 სირიაში, 5 ჰონდუარსში, ხოლო 4 ფილიპინებზე მოკლეს.
საინფორმაციო საშუალებების თითო წარმომადგენელი მოკლეს ბანგლადეშში, ჩადში,ჩილეში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კენიაში, განაში, ლიბიაში, ნიგერიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, სამხრეთ აფრიკაში, უკრაინასა და იემენში.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





