ლაპლანდიელი სანტა-კლაუსის საქართველოში მოგზაურობა ზუგდიდიდან იწყება

სანტა-კლაუსის საქართველოში მოგზაურობა ზუგდიდიდან იწყება. ქალაქს ის 31 დეკემბერს 23:30 საათზე გნომების თანხლებით ეწვევა. 1 იანვარს კი სანტა ფოთს, ხოლო 2 იანვარს მესტიას ესტუმრება.
სანტა-კლაუსის ლაპლანდიიდან ჩამოსვლა, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის სპონსორია მეღვინეობა ,,ხარება“ Winery Khareba, ხოლო ინიციატორები საქართველო-ფინეთის ურთიერთობათა ასოციაცია, თბილისი – ჰელსინკი და ევროპული ალიანსი საქართველოსთვის (თბილისი), ფინეთ- საქართველოს მეგობრობისა და კულტურულ-ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრი (ჰელსინკი) არიან.
31 დეკემბერს სანტას სტუმრობის გარდა, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, საახალწლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება 31 დეკემბერს, 22:00 საათზე დაიწყება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თათა გიორგობიანი და ბენდი ELECRIX, ვახო გოგილავა, თამუნა ლილუაშვილი, ლაშა თოდუა და ბუბა სორდია. მერიამ ახალი წლის კონცერტისთვის 39 000 ლარი გამოყო.
მსგავსი სიახლეები

ლაპლანდიელი სანტა ენგურის ხიდზე იმყოფებოდა

რუხაძე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე: პირველი ივნისიდან, საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღიდან ეს საიუბილეო ღონისძიებები ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს




