stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

პოლიტიკა

18 ათას კომპანიას ქონების გადასახადები გადაუვადდება – მთავრობის სამოქმედო გეგმა

13.03.2020 / 13 მარტი 2020
18 ათას კომპანიას ქონების გადასახადები გადაუვადდება – მთავრობის სამოქმედო გეგმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის გამო, ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად მთავრობის სამოქმედო გეგმა წარადგინა. დოკუმენტი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ წარადგინა. როგორც პრემიერა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში არამხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, არამედ ქვეყნის ეონომიკურ მგომაროებაზეც იზრუნოს. 

გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ტურიზმის სექტორი რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეს. ამასთან, მთავრობის მეთაურის განცხადებით, 18 ათას კომპანიას ქონების და საშემოსავლო გადასახადები, 4 თვით გადაუვადდება. 

“ყველას კარგად გვესმის, რომ კორონავირუსი ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც პირველ რიგში ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და ერთობლივი ძალისხმევით. რა თქმა უნდა, არცერთ შემთხევაში ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის კონკრეტული და ძალზედ ეფექტური ნაბიჯების და ქმედებების დრო. ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. შესაბამისად, ღონისძიებები და ნაბიჯები პირველ რიგში, გადადმული იყო ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ხოლო შემდგომ რა თქმა უნდა, მეორე ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი ეს გახლავთ ჩვენი ეკონომიკა და ის მასტიმულირებელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ნაკლებად აისახოს ეკონომიკაზე ის ზეგავლენა, რომელიც რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება.

რაც შეეხება ეკონომიკას, ვირუსის ზემოქმედება ეკონომიკაზე იქნება საკმაოდ დიდი, მათ შორისო მსოფლიო მასშტაბით. პირველი დარტყმა მიადგება კომერციულ სფეროს. ამიტომ ძირითადი ამოცანაა სექტორს მივეხმაროთ, რათა მათ სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლონ. ყველა კომპანიას რომელსაც ობიექტური საჭიროება ექნება საბანკო სექტორი უზრუნველყოფს მათი სესხების რესტრუქტურიზაციას 3-4 თვის განმავლობაში ამით ტურიზმის სექტორში 100 მილიონი ლარის ფინანსურ რესურს დავტოვებთ. 

მთავრობამ ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებსა და ისეთი კომპანებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებსა და სხვა სფეროებს 4 თვით, პირველ ნოემბრამდე გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, რაც ნიშავს იმას, რომ ეს შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში 4 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი ივნისი) დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნდებს 1 მილიარდ 200 მილიონი დღგ-ს საშუალებით ფინანსრუს რესურს”, – განაცხადა გახარიამ.

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოს აპარატი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის

შემდეგი პოსტი

გიორგი გახარია: საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკები კომპანიების სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა

ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა

ირაკლი ჩიქოვანმა სამოქმედო გეგმა მოსახლეობას სოფელ ცაიშსა და ცაცხვში გააცნო

ირაკლი ჩიქოვანმა სამოქმედო გეგმა მოსახლეობას სოფელ ცაიშსა და ცაცხვში გააცნო

პარლამენტში ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა განიხილეს

პარლამენტში ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა განიხილეს

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026