stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

30 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1682

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2675

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

241

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

სხვა ამბები

ინკოგნიტო: მე მოგიყვებით ამბავს იმაზე თუ როგორ დავამარცხე კორონა ვირუსი

23.03.2020 / 23 მარტი 2020
ინკოგნიტო: მე მოგიყვებით ამბავს იმაზე თუ როგორ დავამარცხე კორონა ვირუსი

გამარჯობა, მე მოგიყვებით ამბავს იმაზე თუ როგორ დავამარცხე კორონა ვირუსი.

“რამოდენიმე კვირის წინ, თებერვლის ბოლოს მე და ჩემი მეგობრები იტალიაში წავედით, არაჩვეულებრივი დღეები გავატარეთ და შემდგომ მშვიდობიანად ჩამოვფრინდით საქართველოში, უნდა აღვნიშნო რომ ჩვენი წასვლისას იტალიაში ვირუსთან დაკავშირებით სრული სიმშვიდე იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენი მოგზაურობა არ შედგებოდა. ქუთაისის აეროპორტში დაგვხვდნენ ექიმები, რომლებმაც გადაამოწმეს ჩვენი ტემპერატურა , ასევე შეგვავსებინეს ინფორმაცია მოგზაურობასთან დაკავშირებით და შემდგომ დავტოვეთ აეროპორტი.

რამოდენიმე დღეში საქართველოში გამოვლინდა ვირუსის შემთხვევა, რომელიც იტალიაში მოგზაურობასთან იყო დაკავშირებული და როგორც კი გავიგე, მაშინვე მივიღე სახელმწიფოს რეკომენდაცია და გადავედი თვითიზოლაციაში. დამიკავშირდნენ შესაბამისი სამსახურიდან და გამომდინარე იქედან რომ არ მქონდა არანაირი სიმპტომი, ანალიზის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

იზოლაციიდან 1 კვირის შემდგომ ნელა ნელა გამოჩნდა სიმპტომები, რომელსაც სხვა დროს ალბათ არანაირ ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ ამ დროს ყველაფერი უფრო მძაფრად მეჩვენებოდა. სიმპტომები შემდეგში გამოიხატებოდა: ყელის სიმშრალე, ცოტათი ტკივილიც, შედგომში დაემატა სურდო (მე ტემპერატურა არ მქონია), მაშინვე მივმართეთ ექიმს და გადაწყდა ჩემვის ანალიზის გაკეთება, მოვიდნენ სახლში ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლები და აქედან დაიწყო ჩემი და კორონა ვირუსის საერთო ამბავი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ეს ვირუსი მექნებოდა, ვფიქრობდი რომ რამე მწვავე მდგომარეობა უნდა ყოფილიყო, ან რაიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომი რომ მეფიქრა მის არსებობაზე, ამიტომ დიდად არ ვნერვიულობდი პასუხზე. საღამოს მღელვარებამ მაინც იმატა, დრო გადიოდა და არავინ არ მირეკავდა, ბოლოს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს რომ მაქვს ვირუსი… ცოტა ხნის შემდეგ მომაკითხეს ინფექციური საავადმყოფოდან, მე სახლიდან გასვლამდე ისევ მყარად ვიდექი. გარეთ გავედი და დავინახე სასწრაფო დახმარების მანქანაში, კარი გაიღო და გადმოვიდნენ ფორმებში ჩაცმული ადამიანები და მივხვდი რომ მეშინია უკვე, პირბადე მომაწოდეს მაშინვე და გადავედით ინფექციურ საავადმყოფოში. დავიწყე ცხოვრება ინფექციურში, პირველად მოვხვდი საავადმყოფოში როგორც პაციენტი და ყველაფერს განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი, სიმართლე გითხრათ კარგი მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ სულ სხვა რამ დამხვდა ადგილზე, უზომოდ კეთილგანწყობილი ადამიანები, ექიმები რომლებიც გარდა იმისა რომ ყოველ დილით, საღამოს და ნებისმიერ დროს როცა დამჭირდებოდა ჩემთან იყვნენ, მუდმივად ზრუნავდნენ ჩემს განწყობაზე და მოტივაციაზე, ყველა ვინც გადიოდა აუცილებლად მეუბნებოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და არაფრის არ უნდა შემშინებოდა. ვიყავი ბოქსირებულ პალატაში, საიდანაც გარეთ გასვლა გეკრძალება და მხოლოდ ანალიზებისთვის ან სხვა შემოწმებისთვის გავყავდით ოთახიდან. ექიმები მუდმივად აკონტროლებდნენ ჩემს მდგომარეობას, სისხლის ანალიზებს, ფილტვების მდგომარეობას, გვიღებდნენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, დეტალურად გევკითხებოდნენ ნებისმიერ ჩივილზე რაც ვირუსს უკავშირდებოდა ან არ უკავშირდებოდა.

სიმპტომებს რაც შეეხება, მე პირადად მქონდა ყელის ტკივილი, 2-3 დღის განმავლობაში, პირის სიმშრალე და მცირე სურდო. ჩემს მეგობრებს აღენიშნებოდათ ასევე ტემპერატურაც, მაქსიმუ 37.8.
ვირუსის ამბავი რომ გამაგებინეს იმდენად მოულოდნელი იყო რომ, უცებ, ერთ წამში მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა, იმ დროს ზუსტად მივხვდი რას ნიშნავს ეს სიტყვები, შემდეგ რამოდენიმე წამი ჩუმად ვიდექი და მერე უკვე დავიწყე ფიქრი და იმ რეალობის მიღება რის წინაშეც ვიყავი, გონებამ პირველი რაზეც ფიქრი დაიწყო იყო ის ადამიანები, ვინც ვნახე იზოლაციამდე და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე, ბებიები, ბაბუები , ჩემი ოჯახის წევრები, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ვნახე მოგზაურობის შემდგომ და ვიგრძენი ის საშიშროება რაც შეიძლებოდა მე გამომეწვია. ეს იყო ყველაზე მტკივნეული ფიქრი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, როცა იცი რომ შენს საყვარელ ადამიანებს გაუცნობიერებლად შეგიძლია ავნო და მათ სიცოცხლე საფრთხე შეუქმნა.

პალატაში თავდაპირველად დრო ძალიან ნელა გადიოდა, თითქმის არაფერს არ ვაკეთებდი, მხოლოდ ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო, როგორ შეიძლებოდა ჩემი ცხოვრება შეცვლილიყო, ძირითადად ნეგატიური აზრები ტრიალებდა თავში, ერთადერთი რაც დადებითად განმაწყობდა ოთახის დიდი ზომის ფანჯრები იყო, საიდანაც უზარმაზარი ხეები ჩანდა და დილით როცა ვიღვიძებდი ხოლმე, რამოდენიმე წამით მეგონა რომ სხვაგან ვიყავი და ბედნიერების შეგრძნება მქონდა, განსაკუთრებით ერთი ღამე მახსენდება , თოვლი როცა მოვიდა. დილით ადრე მეღვიძება ყოველთვის და 7 საათი იყო თვალი გავახილე და პირდაპირ ფანჯრებს შევხედე , ეს უზარმაზარი ხეები თოვლით იყო დაფარული და ყველაფერი თეთრი იყო ირგვლივ, საოცარი, ზღაპრული დილა იყო, იმედის მომცემი. შემდეგ გადავერთე წიგნების კითხვაზე, ოჯახის წევრებთან საუბარზე და ძირითადად მაგით გამყავდა დრო.

საზოგადოების რეაქციის ცოტა მეშინია, ხუმრობით ყველას ვეუბნები რომ აწი მე ვინ მომიახლოვდება თქო, მაგრამ რეალურად ეს მართლა მაშინებს და იმედი მაქვს აქედან რომ გავალ არ ვიგრძნობ თავს საზოგადოებისგან გარიყულად.

ძალიან მინდა ყველას მივაწვდინო ჩემი ხმა, მეგობრებო, სამწუხაროდ ეს ვირუსი ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, ისე რომ შეიძლება ვერც გავიგოთ, მაგრამ ვიყოთ მისი მატარებელი და გადავდოთ სხვებს, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით, პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს არ შევუქმნათ საფრთხე და გავუფრთხილდეთ მათ. მე მარტივად გადავიტანე კორონა ვირუსი და დარწმუნებული ვარ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც იგივე იქნება, ამიტომ არ შეგეშინდეთ, უბრალოდ დაიცავით იზოლაციის და ჰიგიენის წესები.

არ არის ეხლა შიშის დრო, დარწმუნებული ვარ მობილიზაციით და მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობით თუ მოვეკიდებით ამ ვირუსს უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ ყველაფერს.

დღეს უკვე მეორე უარყოფითი პასუხი მივიღე ვირუსის ანალიზზე , რაც იმას ნიშნავს რომ ჯანმრთელი ვარ და ხვალიდან სახლში წასვლა შემეძლება, უნდა ვაღიარო რომ, ჩემზე მეტად მგონია რომ ექიმებს გაუხარდათ, ყველა ერთად მოვიდა და ძალიან ბედნიერი სახეებით გამაგებინეს რომ კარგი პასუხი გვაქვს. ალბათ ამ სიხარულს ხვალ გარეთ თავისუფლად გასვლის დროს შევიგრძნობ ბოლომდე. მნიშვნელოვანი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად, უფრო მეტად დავაფასებ სიცოცხლეს და ყოველ გათენებულ დღეს .

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ინფექციური საავამდყოფოს ყველა ექიმს და თანამშრომელს, ძალიან ბედნიერი ვარ რომ მათ ხელში აღმოვჩნდი, მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. გადაბმულად ათენებენ ღამეებს , რისკავენ საკუთარი ჯანმრთელობით , რომ ჩვენ ვიყოთ კარგად და მუდმივად გვამხნევებენ , დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ. ასევე სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა სტრუქტურას რომელიც ჩართულია ამ საკითხში, ეს პერიოდი არცერთი წუთი არ მიგრძვნია უყურადღებობა მათგან. განსაკუთრებული მადლობა ასევე ჩვენს დღევანდელ გმირებს ბ-ნ ამირანს, პაატას და თენგიზს, ფასდაუდებელია მათი შრომა და ღვაწლი საქართველოს წინაშე.

კლინიკიდან როგორც კი გავალ, პირველი რაც იქნება ალბათ თავისუფლად ჩავეხუტები ჩემს საყვარელ ადამიანებს

Banner 1
წინა პოსტი

გიორგი შენგელია: მერია მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის მიზნით, ოთხ მოწყვლად ჯგუფს დაეხმარება

შემდეგი პოსტი

მესტიაში მოზარდს იარაღი გაუვარდა და სასიკვდილოდ დაიჭრა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

როგორ აღნიშნავდნენ მე-17 საუკუნის სამეგრელოში მარიამობას

როგორ აღნიშნავდნენ მე-17 საუკუნის სამეგრელოში მარიამობას

როგორ აღწერა ჭაქვინჯის ციხე გერმანელმა მეცნიერმა მე-19 საუკუნეში

როგორ აღწერა ჭაქვინჯის ციხე გერმანელმა მეცნიერმა მე-19 საუკუნეში

გიორგი შენგელია: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები თუ როგორ უნდა განვავითროთ ზუგდიდი

გიორგი შენგელია: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები თუ როგორ უნდა განვავითროთ ზუგდიდი

დღის ამბები

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ფოთის ,,კოლხეთის”ფეხბურთელი კატიერას ,,ლონდონის” არსენალში გააგრძელებს

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა