ზუგდიდის ყოფილმა მერმა სუს-ის შენობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ლაშა გოგიას დაკიხვა დასრულდა. ლაშა გოგიას მიმართ 338-ე, ქრთამის აღების მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავაც.
დღესვე დაიკითხნენ ბიზნესმენი ზურაბ კვირკვიაც და კახა მიქაიაც, რომელმაც ფარული ჩანაწერები ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის ჟურნალისტს გადასცა.
ლაშა გოგიას მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. გოგიას განცხადებით ვრცელ კომენტარებს ის ორშაბათს ჟურნალისტებთან გააკეთებს.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





