stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ფოთის ორივე შემოსასვლელში განთავსებული ბლოკ-პოსტების ფუნქციონირებას გაეცნო

01.04.2020 / 1 აპრილი 2020
სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ფოთის ორივე შემოსასვლელში განთავსებული ბლოკ-პოსტების ფუნქციონირებას გაეცნო

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფოთის ორივე შემოსასვლელში განთავსებული ბლოკ-პოსტების ფუნქციონირებას გაეცნო.

მან მოისმინა იქ განთავსებული პერსონალისაგან სამუშაო პროცესის უკეთ ორგანიზებისათვის აუცილებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და გასცა შესაბამისი დავალებები.

“მიზანი ჩამოსვლის მხოლოდ ერთია, გავცნობოდი მდგომარეობას ადგილზე, გავცნობოდი იმ საჭიროებებს, რა საჭიროებებიც შეიძლება ჰქონდეს ჩვენს სამართალდამცავებს. ასევე, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც მინდა ერთგვარად ბოდიშიც მოვუხადო, შეფერხება რომ უწევთ, თუმცა ეს არის აუცილებლობა და ჩვენი მოქალაქეები ამას პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

თერმოსკრინინგზე, ფაქტიურად, არავინ უარს არ ამბობს, ფაქტიც არ ყოფილა რაიმე უხერხულობის, ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ როგორ შეიძლება განვმუხტოთ შექმნილი საცობი, თუმცა ამჯერად ის მაქსიმუმი რაც კეთდება,  უკეთესის საშუალებას არ გვაძლევს. დამატებით ხვალ, ზეგ გამოიკვეთება კიდევ ის საკითხები, რომელთა დარეგულირება  გახდება საჭირო და ჩვენც რა თქმა უნდა შესაბამისად ვიმოქმედებთ,”- აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

გუბერნატორის განცხადებით, ბლოკ-პოსტები კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს და COVID-19-ის შემდგომი გავრცელების პრევენციისათვის მათ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადრეულ ეტაპზევე ხდება საეჭვო პაციენტების იდენტიფიცირება და იზოლაცია.

“ზუგდიდის ინფექციურ საავდმყოფოში გადაყვანილია ამჯერად დადასტურებული შემთხვევით ორი მოქალაქე, ასევე ფოთის ჰოსპიტალიც არის განკუთვნილი სწორედ ამ მიზნებისათვის და ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს. ფოთის საგუშაგოზე 6 შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს აღენიშნებოდათ მაღალი ტემპერატურა, იყო როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, შესაბამისად გატარდა ღონისძიება. ამასთან, ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ნაწილი კი  თურქეთის საზღვრამდე გააცილეს,” –  განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია და უახლოესდღეებში რუხის საავადმყოფოს ფუნქციონირების დაწყებას ელოდებიან. 

“ვითარება არის სტაბილური, ამ დღეებში ველოდებით რუხის საავადმყოფოს ფუნქციონირების დაწყებას, ამდენად ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიყოთ მზად იმისათვის, რომ თუ ხვალ დამძიმდება ვითარება ჩვენს რეგიონში, შევძლოთ ჩვენს მოქალაქეებს ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ.

ხვალიდან თუ არ დაიწყება მდგომარეობის გაუმჯობესება, შტაბი მიიღებს გადაწყვეტილებას იმოქმედოს საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების საფრთხის კიდევ უფრო დამძიმებას. ის მოთხოვნები, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო ითხოვს, არის ჰიგიენა და დისტნცია,”- განაცხადა სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა. 

Banner 1
წინა პოსტი

გიგა ფარულავამ გზის სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერა

შემდეგი პოსტი

ფოთში ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სინოფარმის ვაქცინით აიცრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სინოფარმის ვაქცინით აიცრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მოქალაქეთა მიღებებს მუნიციპალიტეტებში გამართავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მოქალაქეთა მიღებებს მუნიციპალიტეტებში გამართავს

გარდაიცვალა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ბონდო ჯიქია

გარდაიცვალა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ბონდო ჯიქია

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026