ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე 112-ის 17თანამშრომელი გამოიკვლიეს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე 112-ის 17თანამშრომელი გამოიკვლიეს. ყველა გამოკვლეულ პაციენტზე პასუხი უარყოფითია.
გარდა ამისა PCR ტესტებით COVID 19-ზე კვლევა ამ წუთებშიც გრძელდება. ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, იკვლევენ 112-ის თანამშრომლების მეორე ნაწილს და ასავე, საკარანტინო ზონიდან და ცხელების ცენრებიდან შემოსულ ბიოლოგიურ მასალებს.
ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეისათვის სულ 40 პაციენტის ბიოლოგიური მასალა შემოვიდა. აქედან 17-ის პასუხი უკვე ცნობილია. რაც შეეხება დანარჩენებს – მათ შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო დღის ბოლოს გაავრცელებს.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





