ხობში მცხოვრებ 750-ზე მეტ ადამიანს თერმოსქრინინგი ჩაუტარდა

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემებით, მედიკოსებმა ქარიატაში, ყულევში, პატარა ფოთსა და ჭალადიდში მცხოვრებ 750-ზე მეტ ადამიანს, მერიის მიერ შეძენილი დისტანციური თერმომეტრებით გაუზომეს ტემპერატურა.
მედიკოსები ეტაპობრივად, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 000-ზე მეტ ადამიანს გაუზომავენ ტემპერატურას. პროცესში „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, სასოფლო ამბულატორიების ექიმები და მედდები არიან ჩართულნი.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





