ზუგდიდის მერის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღეს საკრებულო იმსჯელებს

ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღეს ზუგდიდის საკრებულო იმსჯელებს. რიგგარეშე სხდომა დღეს 16:00 საათზე ჩაინიშნა.
STV-ს ინფორმაციით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მოსვლას აპირებენ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონალური ლიდერები და აქტივისტები, რომლებიც კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ზუგდიდში, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობა დატოვა ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ და ვიცე-მერმა გია გულორდავამ.
ლაშა გოგია ზუგდიდის მერად 2017 წლის თვითმმარველობის არჩვენებში აირჩიეს. მანამდე ის ზუგდიდის გამგებლად მუშაობდა. გოგია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





