stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

რეკლამა

75 წელი – მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან

09.05.2020 / 9 მაისი 2020
75 წელი – მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან

 სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე წურწუმიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

გამარჯვებისა და გმირების წინაშე ქედის მოხრის დღეს, სენაკში, მხოლოდ ერთი უხუცესი ვეტერანი – 97 წლის აგრაფინა ხუხია ხვდება. …მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა დიდი სამამულო ომი დაიწყო. ომში მისი უფროსი ძმა – ჟორჟი გაიწვიეს. სამკუთხა წერილები ფრონტის ხაზიდან – ეს იყო შვების მომგვრელი და ერთადერთი სახსოვარი ძმისგან. როგორც კი ქერჩიდან წერილების მიღება შეწყდა, აგრაფინამ გადაწყვიტა, სწავლისთვის თავი დაენებებინა და ქვეყნის სამსახურში ჩაბმულიყო.

სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილი მებრძოლების სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა. სწორედ ომის ქარცეცხლიან დღეებში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ექიმი შალვა ხუხია. სამამულო ომის დასრულების შემდეგ, დაქორწინდა. რამდენიმე ათეული წელი სენაკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში იმუშავა. ,,მეგობრები და ჩემი ასაკისანი შემომეცალნენ“ – დანანებით ამბობს თითქმის საუკუნეს მიღწეული, უხუცესი ვეტერანი, რომელსაც დღეს, მისი ცხოვრების ყველაზე ღირსახსოვარი თარიღი სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა მიულოცეს. ჩვენს სახელოვან ვეტერანს, აგრაფინა ხუხიას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი დახმარებები და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქრები გადაეცა.

Banner 1
წინა პოსტი

ჩხოროწყუში ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი მიულოცეს

შემდეგი პოსტი

მალხაზ თორია და გიორგი შენგელია ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026