stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ჯუმბერ იზორიამ 9 აპრილის გმირის ლელა ვეფხვაძის სახლის შესაძენად შექმნილ ანგარიშზე სოლიდური თანხა ჩარიცხა

25.06.2020 / 25 ივნისი 2020
ჯუმბერ იზორიამ 9 აპრილის გმირის ლელა ვეფხვაძის სახლის შესაძენად შექმნილ ანგარიშზე სოლიდური თანხა ჩარიცხა
  • საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ 9 აპრილის გმირის ლელა ვეფხვაძის ანგარიშზე 1000 ლარი ჩარიცხა. 9 აპრილის გმირს, ლელა ვეფხვაძეს, ყველა იცნობს საქართველოში. იმ საბედისწერო ღამეს 4 უსინათლო მღეროდა რუსული ტანკების გრუხუნში და მათგან დღეს ცოცხალი მხოლოდ ლელაა.

ლელა, რომელსაც სახლში უსინათლო დედა, უსინათლო ქალიშვილი და 4 წლის შვილიშვილი ჰყავს. ოჯახში სამი პირველი ჯგუფის ინვალიდია. ის ოჯახს მეტროში სიმღერით არჩენს.
ვეფხვაძეებს არ აქვთ საცხოვრებელი ბინა და წლების მანძილზე ნაქირავები ბინიდან ბინაში გადაბარგებით გაწამებულია სამი უსინათლო ადამიანი. მათთვის ძნელია გარემოსთან ადაპტაცია.
თბილისის მერია 400 ლარით აფინანსებს ბინის ქირას, რაც საკმარისი არ არის და 200 ლარი ლელამ უნდა დაამატოს.
ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია და იღებს სოციალურ დახმარებას, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ამ სახსრებით ღირსეული და ნორმალური ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში, ყველამ ვიცით. ლელა კი ყველას მხოლოდ 9 აპრილის მორიგ წლისთავზე ახსენდება, რომ ეთერები დაამშვენოს თავისი საოცარი სიმღერით და გული აუჩქროლოს მაყურებელს.

ლელა ვეფხვაძე უკვე 59 წლისაა და ჯანმრთელობაც შერყეული აქვს მეტროს სივრცეში ყოველდღიური მუშაობის გამო. ამჯერად ბინის მეპატრონე ყიდის ლელას ნაქირავებ ბინას და მორიგი გადაბარგების მოლოდინში ოჯახი სასოწარკვეთილია. ამბობს ჩვენთან საუბარში თბილისის კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაკა სახურია.

ივნისის დასაწყისში სოციალურ ქსელში გავრცელდა ლელას ინტერვიუ ერთ-ერთ სააგენტოსთან. ამ ნიუსს გამოეხმაურა მრავალი ადამიანი.

ორმა აქტივისტმა, მაკა სახურიამ, თბილისის კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა და ლევან მაღლაკელიძემ, ბიზნესმენმა, ფეისბუქით დაიწყეს სოციალური კამპანია ლელას საცხოვრებელი ბინის შესაძენად თანხების მობილიზებისთვის. 8 ივნისიდან ლელას ანგარიშებზე უკვე შეგროვდა დაახლოებით 12 ათასი ლარი.

ლელა ვეფხვაძის საბანკო ანგარიშის ნომრებია:
TBC ბანკი:GE97TB7334745061100056
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000229621900
მიმღები: ლელა ვეფხვაძე

Banner 1
წინა პოსტი

ირაკლი შონია: სტუმარმოყვარე რეგიონი მზადაა მასპინძლობისთვის! გუმორძგუა სამარგალო!

შემდეგი პოსტი

გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სოფელ ახალ აბასთუმნაში საპროტესტო აქცია გაიმართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ჩხოროწყუში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

ჩხოროწყუში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

სენაკში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სენაკში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ფოთში 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია იგეგმება

ფოთში 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია იგეგმება

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026