გახარია: ზუგდიდს აქვს პოტენციალი, გახდეს სერიოზული აგლომერაცია

რეალურად, რაც დღეს ზუგდიდში კეთდება გზების რეაბილიტაციის ნაწილში, არ გაკეთებულა 50 წელი; წყალმომარაგების ნაწილში ზუგდიდში წლის ბოლომდე ეს პრობლემები მოგვარდება და საერთოდ, ზუგდიდის, როგორც ქვეყანაში აგლომერაციის პოტენციალის მქონე ერთ-ერთი ქალაქის განვითარება, იქნება ძალზედ სერიოზული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ კუთხით სერიოზული რესურსები მიიმართება.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში ზუგდიდი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და საერთოდ აფხაზეთის ფაქტორის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისთან, ბათუმთან, ქუთაისთან ერთად ზუგდიდსაც აქვს პოტენციალი, გახდეს სერიოზული აგლომერაცია, სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





