სოფელ პატარა ფოთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

- ფოთი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე , სოფელ პატარა ფოთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძროლმა საჭე ვერ დაიმორჩილა , სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი სასრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





