stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

30 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1682

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2675

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

241

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ალექსანდრე მოწერელია: ველოდებით თხილის კარგ მოსავალს, საუბარია 50 ათას ტონაზე მეტ მოსავალზე

17.07.2020 / 17 ივლისი 2020
ალექსანდრე მოწერელია: ველოდებით თხილის კარგ მოსავალს, საუბარია 50 ათას ტონაზე მეტ მოსავალზე
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორი გიორგი თოდუა, ხობში ფერმერებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე თხილის წლევანდელი მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის, დაბინავების და ექსპორტის საკითხები განიხილეს.

„ბოლო წლებში თხილის სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი მუშაობით, ეს სირთულეები დაძლეულია. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2020 წლის მოსავალი, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხის თვალსაზრისით, გამორჩეულად კარგი იქნება. საერთაშორისო ბაზრების წლევანდელი ტენდენციების თანახმად, მოსალოდნელია საკმაოდ მაღალი ფასი, შესაბამისად, 2020-21 წლების სეზონი ფერმერებისთვის ფინანსურადაც წარმატებული უნდა იყოს. თხილის სექტორს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენს ეკონომიკაში. გვაქვს მოლოდინი, რომ ღირებულებაში 100 მილიონს გადავაჭარბებთ და, დაახლოებით, 55 ათასი ტონა ხარისხიანი თხილის მოსავალი გვექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მხარის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ იმედი გამოთქვა, რომ ქართული თხილი ხარისხითა და კონკურენტუნარიანი ფასით ევროკავშირის ბაზარზე ძველ პოზიციებს დაიბრუნებს.

,,წელს ველოდებით კარგ მოსავალს, დაახლოებით 50 ათას ტონაზე მეტ მოსავალზეა საუბარი. მნიშვნელოვანია, ის რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, მოხდა მოსახლეობის ფართოდ ჩართვა ასოციაციაში და თხილის ბაღების მოვლა პატრონობა ნამდვილად სათანადო დონეზე დგას. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ბოლო წამლობა აუცილებლად უნდა ჩაატარონ. ჩვენ წელს მაღალი ხარისხის მოსავალი უნდა მივიღოთ, გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი რომ დაკარგულ პოზიციებს ევროკავშირის ბაზარზე აღვიდგენთ“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

ლევან დავითაშვილი, ალექსანდრე მოწერელია და გიორგი თოდუა, სოფელ ახალ ხიბულაში, კობა შონიას თხილის ბაღშიც იმყოფებოდნენ. ფერმერს 2 ათას ძირამდე თხილი აქვს გაშენებული და თანამედროვე სარწყავი სისტემა აქვს მოწყობილი.

Banner 1
წინა პოსტი

ახალი სასწავლო წელი შესაძლოა საკლასო და ონლაინ სწავლების დაბალანსებული მეთოდით დაიწყოს

შემდეგი პოსტი

ექსკლუზივი: 2020-ის არჩევნებზე, სამეგრელოდან სამი კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენ წელს გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური აქტივობა და შეგვიძლია ვიფიქროთ მეორე ეტაპზე – თხილის, როგორც კულტურის შემდგომ გაადგილებაზე და გაზრდილ მოსავალზე

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენ წელს გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური აქტივობა და შეგვიძლია ვიფიქროთ მეორე ეტაპზე – თხილის, როგორც კულტურის შემდგომ გაადგილებაზე და გაზრდილ მოსავალზე

ალექსანდრე მოწერელია – ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თხილის კულტურა კიდევ უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს

ალექსანდრე მოწერელია – ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თხილის კულტურა კიდევ უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს

ალექსანდრე მოწერელია – მომავალი 4 წლის განმავლობაში გვექნება საშუალება იმისა, რომ სისტემურად განახლდეს ინფრასტრუქტურა, რაც შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს

ალექსანდრე მოწერელია – მომავალი 4 წლის განმავლობაში გვექნება საშუალება იმისა, რომ სისტემურად განახლდეს ინფრასტრუქტურა, რაც შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს

დღის ამბები

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ფოთის ,,კოლხეთის”ფეხბურთელი კატიერას ,,ლონდონის” არსენალში გააგრძელებს

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა