სოფელ ხაიშში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ერთი პირი დააკავეს

- მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და ამბობენ რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით მომდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. სიტყვიერი კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ოჯახის დიასადლისმა პოლიცია გამოიძახა.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





