,,ცედაკამ“ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწია

- საქველმოქმედო ფონდმა ,,ცედაკა” დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კომპაქტურად დასახლებულ დევნილებსა და ადგილობრივებებს სასურსათო კალათა გადასცა.
სასურსათო პაკეტი ფონდის წარმომადგენლებმა , მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, სოციალურად დაუცველ , მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ პირებს სახლში მიუტნეს. დახმარება ამ ეტაპზე 30-მა ოჯახმა მიიღო.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები აღნიშნული კატეგორიის ოჯახები საქველმოქმედო ფონდ „ცედაკასგან “ დახმარებას ეტაპობრივად მიიღებენ.
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0967-1795948359293.jpeg&w=3840&q=75)





