პრემიერი: ეპიდსიტუაციის გაუარესების მიუხედავად, სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

- ეპიდსიტუაციის გაუარესების მიუხედავად, სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება. ინფორმაცია პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაავრცელა.
პრემიერის თქმით, სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება, სასწავლო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს სრულად მობილიზება დაევალათ.
ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ეს პროცესი მინიმალური რისკებით ვმართოთ. ზომები, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა: პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ. ამას ნელ-ნელა ხალხი ივიწყებს. გვჭირდება ძლიერი საგანმანათლებლო ნაბიჯების გადადგმა და უნდა მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე, რომ ეს არის პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანისადმი, – განმარტა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება 14 სექტემბრიდან იგეგმება.
მსგავსი სიახლეები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: აგენტურული ოპოზიცია როდესაც ისევ აშშ-ს სთავაზობს საკუთარ „მომსახურებას“ მათი გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რომ არ ჩაერევიან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში - ჩვენთვის დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება ყველაფერს, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ევროპული ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები, თუ ისინი არ არიან მათ სამსახურში და არ ემსახურებიან მათ ინტერესებს




