როგორც კი სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ

- საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხვალ გააკეთებს მიმართვას, როგორ აპირებს საქართველოში დაბრუნებას.
“ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით”, – დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე.
რამდენიმე დღის წინ საააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის მოსახლეობას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ ქვეყანაში ბრუნდება. ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდში ამბობენ, რომ როგორც კი სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





