ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. გზები რეაბილიტირდება:
● ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში – ჯუმი-ახალსოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
● კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში – წმინდა ნინოს ქუჩაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთი;
● რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში – რუხისა და ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
● ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი;
● კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში – გუგუჩიას ქუჩაზე (საგუგუჩიოს უბანი). ზუგდიდში წლის ბოლომდე 60-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. გზა რეაბილიტირდება, როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში. 2013-2020 წლებში ზუგდიდში ჯამში 160 კმ გზა რეაბილიტირდა.






![ზუგდიდის სოფლებში15 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა [იხილეთ ამონათვალი]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2024%2F01%2F24-.-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%98-1-960x640.jpg&w=3840&q=75)