stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

12.10.2020 / 12 ოქტომბერი 2020
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს აქტიურად გრძელდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია გაეცნენ. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 5.9 მილიონი ლარია.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს დაახლოებით 24 თვე დასჭირდება. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი არსებული ამორტიზებული საავტომობილო გზა. გზის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი – 6.5 მეტრი, რომელზეც მოეწყობა გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები.

პროექტი ითვალისწინებს საპარკინგე ადგილებისა და გადასახედების მოწყობასაც. ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ტობავარჩხილის ტბა მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეული ბუნების ძეგლია. დღეს მისი ხილვა მხოლოდ რთული მარშრუტითაა შესაძლებელი. ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობის შემდეგ კი ამ ტურისტული ობიექტით მეტი ქართველი თუ უცხოელ ვიზიტორი დაინტერესდება.

ასევე, პროექტი ჩხოროწყუს მოსახლეობას ტურისტული სერვისების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. სამუშაოებში 30-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს - image 2
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს - image 3
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს - image 4
Banner 1
წინა პოსტი

უცნობმა პირებმა მარტვილის მონასტერი გაქურდეს

შემდეგი პოსტი

“ნაციონალური მოძრაობა” თავისუფალ მედიას თავს ესხმის – რა მოხდა ზუგდიდში?

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026