თანამშრომელთა ინფიცირების გამო, „აჭარა ტექსტილმა“ მუშაობა შეაჩერა

- ფოთში სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილმა” მუშაობა შეაჩერა. ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას განცხადებით, კორონავირუსი ფაბრიკის 116 თანამშრომელს დაუდასტურდა.
„გუშინ ლაბორატორიაში გაიგზავნა „აჭარა ტექსტილის“ 417 თანამშრომლის ნიმუში. ეტაპობრივად ხდება პასუხების მიღება. 116 პირს დაუდგინდა „კოვიდ 19“. „აჭარა ტექსტილმა“ მუშაობა უკვე შეაჩერა. ფაბრიკაში 1 300-მდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 350 ადგილობრივია“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
მსგავსი სიახლეები

პაატა სალია: გმირების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს თაობა, რომელიც შეძლებს, დაიბრუნოს არა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, არამედ ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ძმათამკვლელი ომის გამო დავკარგეთ

ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია




