stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

30 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1682

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2675

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

241

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა დემოკრატიულ პროცესებში

12.11.2020 / 12 ნოემბერი 2020
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა დემოკრატიულ პროცესებში
  • 2020 წლის 5 ნოემბრიდან 20  დეკემბრის ჩათვლით, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება პროექტი: „საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა დემოკრატიულ  პროცესებში“.

პროექტი იწვევს მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს შემდეგი სოფლების სკოლებიდან: ახალაბასთუმანი, განმუხური, კოკი, ორსანტია, რიყე, რუხი, ტყაია, შამგონა, ლია, ფახულანი, ჭალე, მუჟავა და ხურჩა.   პროექტში 1 სოფლის სკოლიდან 2 მონაწილე შეირჩევა.

პროექტი მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მეშვეობით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში.

პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას, სოფლებში ახალგაზრდული გუნდების ფორმირებას, წაახალისებს ახალგაზრდული ინიციატივების გამოვლენასა და განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ ცოდნა და უნარები და აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: სამოქალაქო აქტივიზმის, ლიდერული უნარ-ჩვევების, ადვოკატირების; ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობისა და თანამონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ.

პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, გამოავლინონ თავიანთი სოფლის საჭიროებები, შეძლონ პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, დაგეგმონ ადვოკატირების კამპანიები; მობილიზება გაუწიონ ადგილობრივ მოსახლეობას და მოამზადონ პეტიციები; ამასთანავე, პროექტი ახალგაზრდებს წაახალისებს გამართონ დებატები სხვადასხვა თემაზე; ორგანიზება გაუწიონ საგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი თუ სხვა სახის ღონისძიებების განხორციელებას.

პროექტი მიმდინარეობს „ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“ (#GEOYOUTH2020) პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი დასრულების ეტაპზეა

შემდეგი პოსტი

წალენჯიხაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

დათო კოდუა: ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მართვაში, ჩვენი თანაქალაქელების ჩართულობის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

დათო კოდუა: ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მართვაში, ჩვენი თანაქალაქელების ჩართულობის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

რუხში, საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართა

რუხში, საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართა

პროტესტი საოკუპაციო ხაზთან და ბავშვები აქციაზე

პროტესტი საოკუპაციო ხაზთან და ბავშვები აქციაზე

დღის ამბები

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ფოთის ,,კოლხეთის”ფეხბურთელი კატიერას ,,ლონდონის” არსენალში გააგრძელებს

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა