stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

16.12.2020 / 16 დეკემბერი 2020
არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
  • პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები – დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ი.პ., ლ.ქ. ზ.გ. და ე.გ. იმყოფებოდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ.

მიზნის მისაღწევად, 2018 წლის 22 თებერვალს, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით – ი.პ., ლ.ქ., ზ.გ. და ე.გ. გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, საიდანაც არჩილ ტატუნაშვილი წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში.

ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

ვინაიდან დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი თავს არიდებდნენ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (წამებაში დახმარება, ესე იგი პირისათვის ისეთ მოპყრობაში დახმარება, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა) და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და “გ” ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ.

ბრალდებულებს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

Banner 1
წინა პოსტი

ფოთს ახალი მუნიციპალური ავტობუსები გადაეცა

შემდეგი პოსტი

მალხაზ თორია: სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გავხსენით

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და შესაბამისი სასჯელები მიუსაჯა

ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და შესაბამისი სასჯელები მიუსაჯა

სასამართლომ ბადრი ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

სასამართლომ ბადრი ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოძალვის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოძალვის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026