ნინო ვიბლიანი: მესტიის მიმართულებით გზის გაწმენდა უკვე მიმდინარეობს და დღის ბოლომდე მოძრაობა აღდგება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო მოძრაობა აკრძალულია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით არსებულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე სოფელ დიზთან, ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოსულია მეწყერი რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება“ – აცხადებს ნინო ვიბლიანი. მისივე განმარტებით მეწყერის ჩამოსვლა უხვმა ნალექმა გამოიწვია
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





