stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

27 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1680

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2673

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ჩეხეთის განვითარების სააგენტომ რუხის კლინიკას ჩეხური სამედიცინო აპარატურა გადასცა

20.04.2021 / 20 აპრილი 2021
ჩეხეთის განვითარების სააგენტომ რუხის კლინიკას ჩეხური სამედიცინო აპარატურა გადასცა

რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ახალი ინიციატივის ”Tied Financial Donation”-ის ფარგლებში, ჩეხური სამედიცინო აპარატურა მიიღო. პროგრამა მიზნად ისახავს საავადმყოფოს თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას და მათ მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესებას.

სამედიცინო აპარატურის გადაცემის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაელა მარკსოვა, ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები დაესწრნენ.

,,ჩვენ უკვე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუხის კლინიკისთვის ახალი ტექნიკის გადასაცემად მეორეჯერ ვიკრიბებით. ეს ფაქტი უმნიშვვნელოვანესია ამ სამედიცინო დაწესებულებისთვის და მისი განვითარებისთვის. ჩეხეთის საელჩომ რუხის კლინიკას 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო ტექნიკა გადასცა, რაც გააუმჯობესებს რუხის კლინიკის შესაძლებლობებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის საელჩოს ამ დახმარებითვის. არასდროს დავიღლები მადლობა გითხრათ თქვენ ექიმებს, განსაკუთრებულად ბოლო 1 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობისთვის, თქვენ ხართ გმირები და მადლობა გაწეული მუშაობისთვის!” – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ახალი აღჭურვილობის მიღებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებების გაუმჯობესება მოხდება. პროგრამა, ასევე მოიცავს ტრენინგებს საავადმყოფოს პერსონალისთვის, რომელსაც ჩეხი პროფესიონალები უზრუნველყოფენ. ისინი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ პერსონალს და მიღებული ტექნოლოგიების გამოყენებას შეასწავლიან. აღნიშნული პროექტის ღირებულება 190 000 ევროს შეადგენს.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებულმა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და ჩეხეთის ელჩთან ერთად ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი დაათვალიერა, სკრინინგ ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) მიერ.

ჩეხეთის განვითარების სააგენტომ რუხის კლინიკას ჩეხური სამედიცინო აპარატურა გადასცა - image 2
ჩეხეთის განვითარების სააგენტომ რუხის კლინიკას ჩეხური სამედიცინო აპარატურა გადასცა - image 3
Banner 1
წინა პოსტი

არქეოლოგიური არტეფაქტების გამოფენა ხობში

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს აგრარული საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დახმარება გაუწიეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს იაპონიის საელჩომ სამედიცინო აპარატურა გადასცა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს იაპონიის საელჩომ სამედიცინო აპარატურა გადასცა

რუხის საავადმყოფოში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

რუხის საავადმყოფოში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეგიონის ექიმებისთვის პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა

სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეგიონის ექიმებისთვის პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა

დღის ამბები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში