არქეოლოგიური არტეფაქტების გამოფენა ხობში

ხობის (ხეთის) საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში „მაჩხომერის“ და „ჯეგეთას“ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა მოეწყო. მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს გიდობას ისტორიკოსი და არქეოლოგიური გათხრების მონაწილე, გოგიტა ჩიტაია უწევდა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მასალები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ დაათვალიერეს.
„მაჩხომერისა“ და „ჯეგეთას“ არქეოლოგიური გთხრების მასალებმა ქართველი და უცხოელი მეცნიერების დიდი ინტერესი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ხობში, “მაჩხომერის” მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

ხობში, ,,მაჩხომერის’’ მთაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგების შესახებ მოხსენება მოისმინეს




