მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზა აღდგენილია

ეს მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზაა. რამდენიმე ათეული წელია, რაც მან თავისი ფუნქცია დაკარგა. გზის რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა წლებია ითხოვს.
მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის აღდგენის სარეაბილიტაციო სამუშაოები, წლების შემდეგ, პირველად ჩატარდა. აღნიშნული პროექტის განხორციელება, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
პროექტს, რომლის ღირებულება 524 454 ლარს შეადგენს, სს ,,არქეოპოლისი“ აწარმოებს.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





