სენაკში, მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზა აღდგენილია

სენაკის მუნიციპალიტეტში, მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზა, სამი ათეული წლის შემდეგ, მიმდინარე წელს რეაბილიტირდა.
ორივე ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია და აქტიურად გრძელდება გზის დარჩენილი მონაკვეთის განახლება-მოწყობა.
პროექტის ღირებულება 524 454 ლარს შეადგენს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და იგეგმება მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





