რომელ დღეებში იკრძალება სასაფლაოებზე გასვლა და როდიდანაა ნებადართული – დაზუსტებული თარიღები

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. როგორც ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე გვითხრეს, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება, სხვა დანარჩენ დღეებში კი ნებადართულია.
აღსანიშნავია ისიც, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.
რაც შეეხება საფლავზე გასვლის ტრადიციას სააღდგომოდ, სასულიერო პირების თქმით, ამისთვის უმჯობესია აღდგომის მე-9 დღე.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





