stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადება

07.05.2021 / 7 მაისი 2021
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადება

ვეხმაურებით პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის ლელა ქებურიას მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს არ არსებული ფაქტების მოშველიებით, საკუთარ ვარაუდებსა და სურვილებზე დამყარებული ინფორმაციის სინამდვილედ გასაღებას.

დღეს ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა მდარე პოლიტიკური პერფორმანსის გამოყენებით, მედიას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და თქვა, რომ – აქვს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა 2000 ლარი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ დღეს გახარჯოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გამასპინძლებისთვის. მეტიც ლელა ქებურიას ფანტაზია მენიუს შედგენამდეც მივიდა.

ინფორმაცია არასწორია, ლელა ქებურიას რეალურად ხელთ ჰქონდა ოთხი ათას ლარიანი ხელშეკრულება, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მთელი 2021 წლის წარმომადგენლობით ხარჯებს წარმოადგენდა, არსებული თანხიდან გახარჯული მხოლოდ 1235 ლარია. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია წარმომადგენლობით ხარჯებს მხოლოდ ოფიციალური ვიზიტებზე ჩამოსული უცხო ქვეყნის დელეგაციების და საელჩოების ვიზიტებისას სწევს.

ამდენად ლელა ქებურიას მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს 2000 ლარი დღეს მინისტრის სტუმრობის გამო დაიხარჯა მცდარია. ღიაა, როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბიუჯეტი, ასევე მისი ხარჯვითი ნაწილი, მეტიც რაში გასწია გასული ოთხი თვის განმავლობაში, 1235 ლარის ხარჯი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ამის გარკვევა ნებისმიერ მსურველს შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში თავისუფლად შეუძლია. ლელა ქებურიას მიზანს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ახალი სახელმწიფო პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ახალი პროექტების განხორციელებით გამოწვეული პოზიტიური ინფორმაციის გადაფარვა და ტყუილის ტირაჟირებით სახელმწიფო რწმუნებულის და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიმართ იმიჯის შელახვა წარმოადგენდა.

ქებურიამ რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ტყუილის ტირაჟირება სწორედ მაშინ დაიწყო, რა დროსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამავე შენობაში სპეციალისტებთან ერთად რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტის ახალი ურბანული განვითარების პროექტებს განიხილავდნენ. „ევროპული საქართველოს“ იაფფასიანი პოლიტიკური მასკარადის გარდა არსებობს სიმართლე, რომელიც სულ სხვა რამეს ამტკიცებს.

რეალურად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შემცირებულია, მეტიც სამი თვის განმავლობაში არსებული ეკონომიამ 30 ათასი ლარი შეადგინა, ცხადია ამაზე ლელა ქებურიას არაფერი უთქვამს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წლიური ბიუჯეტი სულ 890 000 ლარია (სახელფასო ფონდი, ავტოპარკის ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები და აშ), ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება ყოველწლიურად ხდება, მაგალითად 2020 წელს 84 ათასი ლარის ეკონომია მოხდა.

მოვუწოდებთ „ევროპულ საქართველოს“ ნუ ახდენენ ტყუილის ტირაჟირებას, ნუ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ბიუჯეტის მონიტორინგს არა კამერების წინ იაფფასიანი პოზიორობა, არამედ სიღრმისეული შესწავლა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნა სჭირდება. ჩვენ მზად ვართ ყველა დაინტერესებულ პირთან, არასამთავრობო სექტორთან, მედიასთან ვითანამშრომლოთ, მივაწოდოთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ლელა ქებურიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუეში მათ კიდევ ერთხელ დაარწმუნებს.

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიის სხდომა გაიმართა

შემდეგი პოსტი

სენაკში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღნიშნეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

გლოვის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026