„ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს გამართავენ

22-23 მაისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
სხვადასხვა თემებთან ერთად, შეხვედრებზე განიხილება მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები. 22 მაისს შეხვედრა გაიმართება ქალაქ ბათუმში, ხოლო 23 მაისს – ქალაქ ზუგდიდში.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





