საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად 2-კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ხიდ-ბოგირი.
გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ აწარმოებს.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





