stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

კულტურა

რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი სენაკში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში გაიხსნა

23.07.2021 / 23 ივლისი 2021
რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი სენაკში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში გაიხსნა

ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით ,,სტუმარ-მასპინძელი“ გაიხსნა.

ფესტივალის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიმბოლურია, რომ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეორედ, ისტორიულ ციხე-ქალაქში, ნოქალაქევში გაიხნა. 23 და 24 ივლისს, ფესტივალს საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტირებული სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრი უმასპინძლებს, 25-31 ივლისს, ფესტივალი, ფოთში გადაინაცვლებს. სპექტაკლები ასევე გაიმართება ოზურგეთისა და ბათუმის სახელმწიფო თეატრებში.

ფესტივალი, ტრადიციულად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და წელს მასში მონაწილეობას ღებულობს 12 ქართული რეგიონული თეატრალური დასი და უცხოური თეატრალური დასი, ლიეტუვადან. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს, ქალაქ ფოთში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.

ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’. სამხატვრო ხელმძღვანელია – ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი – თენგიზ ხუხია. ფესტივალის მხარდამჭერებია სენაკის და ფოთის მუნიციპალიტეტების მერიები.

საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ დახურულ და ღია სივრცეებში, რეკომენდაციების სრული დაცვით იმართება. დღეს, ახლადრებილიტირებულ სენაკის თეატრში, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასი მაყურებლის წინაშე პრემიერით ,,ქურდის ქურდი“ წარდგება, შემდეგ კი, სენაკის თეატრი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასს უმასპინძლებს.

Banner 1
წინა პოსტი

ხობში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

შემდეგი პოსტი

თეატრალური დღეები სენაკში

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდება

სენაკში რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდება

რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის სენაკური დღეები დასრულდა

რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის სენაკური დღეები დასრულდა

რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღე, სენაკში, თოჯინურ სპექტაკლებს მიეძღვნა

რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღე, სენაკში, თოჯინურ სპექტაკლებს მიეძღვნა

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026