stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]

ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]

29 ნოემბერი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1786

ამბები სვანეთიდან

105

არჩევნები

355

ახალი ამბები

4424

დღის ამბები

2797

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

137

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

333

მთელი კვირა

1

მსოფლიო

135

პოლიტიკა

932

რეკლამა

697

საზოგადოება

235

სამართალი

194

სპორტი

245

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

39

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

სენაკში, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს გმირებს

08.08.2021 / 8 აგვისტო 2021
სენაკში, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს გმირებს

დღეს, სენაკში, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი კალანდარიშვილმა, აგვისტოს ომში დაღუპული სენაკელების ოჯახის წევრებმა, ადგილობრივი  თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

ხსოვნის მემორიალის შემკობის შემდეგ, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, აგვისტოს ომის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

13 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. რუსეთის აგრესია, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მძიმედ სწორედ სენაკმა იწვნია.

ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალები: თემურ ბოკუჩავა და ლევან თეფანია, ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი მოქალაქე: მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები. იყო მსხვერპლი სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზის დაბომბვისას.

,,მინდა განსაკუთრებული მოწიწება გამოვხატო ჩვენი დროის გმირი ჯარისკაცებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ქედს ვიხრი მათი და, განსაკუთრებით, ამ უმძიმეს დღეებში დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების  ხსოვნის წინაშე. მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას” – აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში და ავღანეთში, ISAF-ის მისიაში, დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.

Banner 1
წინა პოსტი

მამუკა წოწერია : საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად მოვახდენთ დეოკუპაციას, ჩვენი გმირების ბრძოლა კი ნამდვილად არ ჩაივლის უშედეგოდ

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში, მდინარე ენგურზე, განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

სენაკში, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

სენაკში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას

სენაკში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გმირებს ჩხოროწყუში პატივი მიაგეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გმირებს ჩხოროწყუში პატივი მიაგეს

დღის ამბები

ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]

ეგრისობა 2026

წალენჯიხის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კორნელი სალია გარდაიცვალა

სენაკის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ კონკურსში გამარჯვებული პროექტი განახორციელა

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢᲛᲐ ᲛᲘᲮᲔᲘᲚ ᲧᲐᲕᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲛᲐ, ᲒᲘᲝᲠᲒᲝᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ, 232 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲨᲔᲘᲬᲧᲐᲚᲐ