წალენჯიხაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხაში კვარაცხელიას ქ. N 7 და მაიაკოვსკის ქ. N 13 მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტს მოიცავს. ახალი სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





