stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

მოქალაქეები ანზორ მელიაზე: მის კლინიკში ჰიპოკრატეს ფიცზე წარმოდგენა არ აქვთ

18.10.2021 / 18 ოქტომბერი 2021
მოქალაქეები ანზორ მელიაზე: მის კლინიკში ჰიპოკრატეს ფიცზე წარმოდგენა არ აქვთ

,,მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ ანზორ მელიასა და   მისი  კლინიკა ,,გულის“ ზუგდიდის ფილიალს მიეძღვნა, მოაქალაქეების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

ადგილობრივები ანზორ მელიას კლინიკა ,,გულს“ უარყოფითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ის კლინიკაა, სადაც თანხის არქონის გამო ავადმყოფებს გამოკვლევებზე უარს ეუბნებიან. 

,,ჩემი საცოდავი დის თვალები გამახსენდა , როგორი იმედით მიდიოდა ამ კლინიკაში, მერე კი სასოწარკვეთა, გარკვეული თანხის არქონის გამო, გამოკვლევებზე რომ უარი უთხრეს.

ჭითაწყარში მიბრძანდითო და ცივად გამოუხურეს კარები. არასოდეს დამავიწყდება მისი უიმედო მზერა და შიში. ვიღაცას ეტყობა უფრო გაუმართლა და არ ქონდა ფულის პრობლემა, თორემ მერწმუნეთ ასეთი გულისამაჩუყებელი არ გამოვიდოდა ეს სიუჟეტი სამწუხაროდ“- წერს ერთ-ერთი მოქალაქე თამარ არჩვაძე.

თანხის უქონლობის გამო  სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი უთხრეს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტსაც.

,,ამ ქუჩაზე როცა მიწევს ჩავლა, ამ კლინიკისკენ არც კი ვიხედები იმდენად ცუდი მოგონება მაკავშირებს მასთან. ოკუპირებული აფხაზეთიდან, სოფელ ნაბაკევიდან, მდინარე ენგურზე გადმოიყვანეს ავადმყოფი, რომელსაც მწვავე გულის შეტევა ჰქონდა. საცოდავი ერმინე ძაძუა, მართლაც უკარგესი ადამიანი, ამ კლინიკაში მოიყვანეს ახლობლებმა. იქით ხალხს ფული ხელზე არა აქვს, თხილის იმედად არიან, გავყიდი და ყველაფერს დავფარავო, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ზედაც არ შეხედეს. კეთილ ადამიანებს რა დალევს, გააქანეს სხვა კლინიკაში და უმკურნალეს, მაგრამ აფხაზეთში დაბრუნებულს აქეთ გამოხედვაც არ უნდა, კოჩ მიჩქუდუ დო ვათანძარა ყოფენია-კაცი მეგონა და უნამუსო ყოფილაო. ხელისგულზე სატარებელ ხალხს, რომლებიც თავიანთი იქ ყოფნით გვინარჩუნებენ აფხაზეთს ასე არ უნდა ვაწბილებდეთ“ – წერს ვასო ქირია.

„მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს მოქალაქეები   წინასაარჩევნოდ მომზადებულად თვლიან, რომლის  მიზანსაც ანზორ მელიას დადებითი კუთხით წარმოჩენა წარმოადგენს და აღნიშნავენ, რომ მის კლინიკაში უანგაროდ არაფერი კეთდება და იქ ჰიპოკრატეს ფიცზე წარმოდგენა არ აქვთ.

დათო გვალია:

„მესმის, რომ წინასაარჩევნოდ ამზადებენ ამ სიუჟეტს, შეკვეთილია და აქ მხოლოდ დადებითი კუთხით უნდა წარმოაჩინონ ეს ადამიანი, კეთილი, მშობლის ხსოვნის პატივმცემელი, უანგაროდ სიკეთის მკეთებელი და ა. შ. მაგრამ უანგაროდ აქ არაფერი კეთდება, ეს არის კლინიკა სადაც ფულის გარეშე სიკვდილის პირას მყოფ ადამიანსაც უკან მოაბრუნებენ. გაიხსენონ დუშა ჩემიას ისტორია, როგორ ძაღლადაც არ ჩააგდეს, მხოლოდ იმიტომ რომ ხელზე არ ქონდა ძვირადღირებული პროცედურისთვის საჭირო თანხა. ამ კლინიკისა და მისი მესვეურების დევიზია, ჯერ ფული, მერე მკურნალობა. ჰიპოკრატეს ფიცი ამათ წაკითხულიც არა აქვთ.“

მაისურაძე თაკო:

,,ფული არ ქონდა არასოდეს , სულ ვალით გაუკეთებია ყველაფერი , ყველამ კარგად ვიცით რა ნაძირალა ხართ!“

ლუკა ღურწკაია:

,,ეს ის კლინიკა სადაც თეთრებია გამო კონსულტაცია არ ჩაატარეს! ეს ის კლინიკა სადაც ბავშობაში მიმიყვანეს გული მტკივა მეთქი ამან გული რაიცისო გული არ ტკივაო და ვაბშე სხვა წამლებს მასმევდნენ სანამ თბილისში არ წავედი!!“

ნათია ესართია:

„ხალხის გატყავების მეტი არაფერი გიკეთებიათ, ერთხელ მომიწია ახლობელს გავყოლოდი თქვენთან, თან შეტევით მიგვყავდა პაციენტი, სანამ ჩეკი არ წარვადგინეთ ექიმმა ზედაც არ შემოგვხედა და თან ყველა სიკეთესთან ერთად თქვენს კლინიკაში არასწორი დიაგნოზი დაგვისვეს, ახალგაზრდა მამაკაცს სტენდირებას უკეთებდით, რომელიც არ სჭირდებოდა.“

ნონა ქვარცხავა:

„ვინ არიცის აქ რა ხდება, რომელმა ზუგდიდელმა, ხალხის გატყავებაზე ხართ, ხელში ფული თუ არ გიჭირავს კარებს იქით ვერც მოხვდები! მე პირადად გამატყავეთ და ბოლოს კარიც მომიხურეთ!!! ყველაზე საშინელი ფასები და მომსახურეობა მთელს ზუგდიდში!!! ოდესმე ზუგდიდის მაცხოვრებლებისთვის რამე შეღავათი გაგიწევიათ??? სამარცხვინოა ეს!“

 ანა მდივანი:

„პარტიული აქტივისტების მიერ ჩამოწიკწიკებული კომენტარები, წინასაარჩევნოდ შეკვეთილ სიუჟეტზე. რეალობა კი სულ სხვაა და არც თქვენი ანზორ მელიაა ასეთი ბუნჩულა და საყვარელი. საკუთარი თანამშრომლებიც ვერ იტანენ და რომელიმე მათგანმა ანტინაცური იმპულსიც რომ გამოსცეს სამსახურიდან მიაბრძანებენ. მორიგე ექიმიც არ დაუტოვებიათ, ისე გაუყენეს თბილისის გზას სააქციოდ პერსონალი.  ნუ პაციენტების მიმართ დამოკიდებულება ცალკე თემაა და ზუგდიდში საზოგადოდ ცნობილია, თუ არ გაქვს ფული არ უნდა წახვიდე „გულში“, რომ გტკივა იმაზე უფრო აგატკიებენ. კი ვწუხვარ კომენტარებში დისონანსის შეტანისთვის, არ არის ჩემი კომენტარი ფუმფულა და ვარდისფერი , მაგრამ ფაქტი ჯიუტია!!!“

ასმათ წიწავა:

„გაგიმარჯოთ თქვენი სიმართლით და გულწრფელობით. მის კლინიკაში ზუგდიდელი ავადმყოფი არაერთი გამოაბრუნეს, რაიონიდან ჩამოსულებს არ ვემსახურებითო, ზოგიერთს გონია ახლა კარებს ფართოდ გაუღებენ.“

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდში მამუკა წოწერიას მხარდამჭერთა ჯგუფი შეიქმნა

შემდეგი პოსტი

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები პატრიარქს უპირისპირდებიან და სასულიერო პირების „გაპარსვა“ სურთ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მამუკა მდინარაძე: როგორი უარყოფითი განწყობაც არ უნდა გქონდეს შენი ქვეყნის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს

მამუკა მდინარაძე: როგორი უარყოფითი განწყობაც არ უნდა გქონდეს შენი ქვეყნის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს

საბერიოდან გადმოყვანილ ოჯახს კორონავირუსის ნიშნები არ აქვთ

საბერიოდან გადმოყვანილ ოჯახს კორონავირუსის ნიშნები არ აქვთ

ჩიქოვანი: ჩემი ოპონენტები დაკავებული არიან შიდა ტურიზმით მათ სხვა საერთო ზუგდიდთან არ აქვთ

ჩიქოვანი: ჩემი ოპონენტები დაკავებული არიან შიდა ტურიზმით მათ სხვა საერთო ზუგდიდთან არ აქვთ

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026