stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

30 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1682

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2675

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

241

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

სასამართლომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ქეთევან ბაკარაძის მიმართ ცილისმწამებლური დოკუმენტის უარყოფა დაავალა

14.01.2022 / 14 იანვარი 2022
სასამართლომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ქეთევან ბაკარაძის მიმართ ცილისმწამებლური დოკუმენტის უარყოფა დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  ყოფილი მინისტრის  ქეთევან  ბაკარაძის მოთხოვნა დააკამაყოფილა და მისი მისამართით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებად და ღირსების შემლახველად ცნო. 

როგორც STV NEWS-ს  ქეთევან  ბაკარაძის ადვოკატმა  უჩა ქირიამ განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატებს დაავალა, უარყონ მათ მიერვე გავრცელებული ცილისმწამებლური დოკუმენტი. 

“სასამართლომ აღიარა ეს დოკუმენტი ცილისწამებად და უმაღლესი საბჭოს ამ კონკრეტულ წევრებს დაავალა, რომ მათი უარყოფა მოახდინონ იგივე გზით, როგორითაც გაავრცელეს. მათ უნდა მიმართონ აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და უარყონ მათ მიერ გავრცელებული დოკუმენტი”, – განაცხადა ქირიამ.

მისივე განმარტებით, ეს არის საკმაოდ ვრცელი,  ანონიმური წერილების სტილში შედგენილი  დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 2019 წლის აგვისტოში შეადგინეს, ვითომდა,  დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, რეალურად კი  დროებითი საგამოძიებო კომისია საერთოდ არ შექმნილა. დოკუმენტში შედის  ქეთევან  ბაკარაძის შესახებ 5 განცხადება, მათ შორის არის მსგავსი შინაარსის, რომ თითქოს მან ერთ-ერთ ქალაბატონს  6 საათით  თავისუფლება შეუზღუდა, ოთახში ჩაკეტა. დოკუმენტში მოყვანილი  ფაქტები არ დადასტურდა, ასევე  ხელმომწერად მითითებულმა ერთ-ერთმა პირმა გააპროტესტა და თქვა, რომ რომ მას ხელი არ მოუწერია. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე 2019 წლიდან განიხილებოდა. 

ქეთევან ბაკარაძემ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა 2021 წლის ივნისში დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ მაიზერ ნანავა დაინიშნა

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დასაქმებული იყო 6 მოლარე, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა – აუდიტი

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე წარადგინა

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე წარადგინა

ხვალ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

ხვალ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრაქციის სხდომის მსვლელობისას გარდაიცვალა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრაქციის სხდომის მსვლელობისას გარდაიცვალა

დღის ამბები

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს

ფოთის ,,კოლხეთის”ფეხბურთელი კატიერას ,,ლონდონის” არსენალში გააგრძელებს

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა