stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

27 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1680

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2673

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის

28.06.2022 / 28 ივნისი 2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის. დღეს, 29 ივნისს, ქალაქ წალენჯიხაში დემოკრატიის ჰაბში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საინვესტიციო პოტენციალის ანალიზის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)-ის ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მიმართა . ასევე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის-(EECMD)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საინვესტიციო პოტენციალის ანალიზსა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხედვაზე, პრეზენტაცია მკვლევარმა და აღნიშნული პუბლიკაციის თანაავტორმა, გიგი ორმოცაძემ წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, მათ შორის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სამომავლო ეკონომიკურ განვითარებას. პუბლიკაცია წარმოადგენს პირველ ნაბიჯს, როგორც შესაძლებლობას ანალიზზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვისა და წარმოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის პროექტის „ რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ფარგლებში მომზადდა , რომელიც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით ხორციელდება. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ ,მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და EECMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ უპასუხეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, ასევე, ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების შესახებ. შეხვედრის ბოლოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და EECMD-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის - image 2
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის - image 3
Banner 1
წინა პოსტი

ხობში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში ხელოვნების ფესტივალი “არტ-კოლხი” მიმდინარეობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოს აპარატი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოს აპარატი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა

დღის ამბები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში