ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის, - აცხადებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემის (Tristao Da Cunha) შესვლასთან დაკავშირებით. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით.
როგორც ივანე აბაშიძე ამბობს, ნავსადგურში უკვე მიღებულია პირველი ფსკერდამაღრმავებელი გემი, რომელიც პირველ რიგში ე.წ. ტალღმჭრელის ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს განახორციელებს.
„რამდენიმე კვირაში მას შეუერთდება მეორე მცურავი საშუალება, რომელიც განახორციელებს ნავსადგურის შესასვლელი არხისა და ე.წ. შიდა აუზის დაღრმავებით სამუშაოებს.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნული, პირველ რიგში, განაპირობებს საქართველოს ნავსადგურებში გამტარუნარიანობის მაქსიმალურ დონეზე დატვირთვას და, ამ თვალსაზრისით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება ხელს შეუწყობს შუა დერეფანში ტვირთნაკადის გაზრდას, რაც აკავშირებს ცენტრალური აზიის, აზიის სხვა რეგიონებისა და ევროპის სახელმწიფოებს“, - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.
ანაკლიის ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
მსგავსი სიახლეები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი დატალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს




