ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სენაკში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული ზ.ე. სენაკში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 30 აბი და 24 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





