სოფელ ხაბუმეში, ეწერის უბანში, სანიღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს

აღნიშნულ უბანში გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის ერთი ფენა დაგებულია, მეორე ფენა სექტემბრის თვეში დაიგება და პროექტი ამით სრულიად დასრულდება.
როექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 680 000 ლარით დაფინანსდა. ეწერის უბანში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. გზა ავარიული იყო და მოქალაქეებს პრობლემას უქმნიდა.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა , მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.

![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0967-1795948359293.jpeg&w=3840&q=75)





