მგფ: ჭალე-ფახულანის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, ჭალესა და ფახულანის, დამაკავშირებელი 8 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტის განხორციელებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის გრძელვადიანი დადებითი სოციალური ეფექტი ექნება.
სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ივლისში დაიწყო და 2022 წლის ოქტომბერში დასრულდა. სამუშაოები მსოფლიო ბანკმა 5 მილიონი ლარით დააფინანსა.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





